ირაკლი კობახიძე იპოდრომის პროექტზე: იპოდრომის პროექტის განხორციელებასა და მშენებლობაში ჩართული არიან ჰოლანდიელები, გაუგებარია რა შუაში არიან საერთოდ აქ რუსები
იპოდრომის პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს დედაქალაქისთვის, საჩუქარი, რომელიც გადაეცა თბილისელებს ბიძინა ივანიშვილისგან, უზრუნველყოფს იმას, რომ მოსახლეობას ცენტრალური პარკი ექნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსი არქიტექტორების ჩართულობაზე საუბარი აბსურდულია, ვინაიდან პროექტი ჰოლანდიური და ქართული მხარის ჩართულობით ხორციელდება.
“იპოდრომის პროექტის განხორციელებასა და მშენებლობაში ჩართული არიან ჰოლანდიელები, გაუგებარია რა შუაში არიან საერთოდ აქ რუსები, პროექტის განხორციელებაში ქართველებიც არიან ჩართულები. ორივე მხარე მუშაობს იმაზე, რომ ეს ყველაფერი საუკეთესო ხარისხით გაკეთდეს. იპოდრომის პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს დედაქალაქისთვის, რადგან თბილისს არ ჰქონდა ცენტრალური პარკი და საჩუქარი, რომელიც გადაეცა თბილისელებს ბიძინა ივანიშვილისგან, უზრუნველყოფს იმას, რომ მოსახლეობას ცენტრალური პარკი ექნება, რომელიც დასვენებისა და რეკრიაციის საუკეთესო საშუალებაა. აქედან გამომდინარე ასეთი სახის წერილები ჩრდილს ვერანაირად მიაყებნებს ამ საჩუქარს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.