ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

  დღეს 2020-2021 წლის  სასწავლო პროცესი  განახლდა. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

პანდემიის გამოცხადებიდან შვიდთვიანი პაუზის შემდეგ,  ახალი სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში, ჯანდაცვის  სამინისტროს  რეგულაციების თანახმად, ყველა წესის დაცვით დაიწყო.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ჩუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ყოველდღიურად  ხდება ბაღების სველი წესით დამუშავება და  მიმდინარეობს თერმოსკრინინგი,  როგორც  აღსაზრდელების, ასევე თანამშრომლების.

საბავშვო ბაღების სასწავლო პროცესს დღეს მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, ა.(ა).ი.პ. სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების  მმართველთან თამილა ფაიქიძესთან, საკრებულოს დეპუტატ ირინა ტყეშელაშვილთნ და მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ნინო მშვილდაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები