“რა პირით უნდა მოსულიყო ჩემთან” – სენაკელების თქმით, მურთაზ ზოდელავა კარდაკარის პრინციპით წინასწარ შერჩეულ ოჯახებში მიდის
“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში, სენაკსა და ხობში მურთაზ ზოდელავა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში იმყოფებოდა. ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ჟურნალისტებს მთელი დღის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ ის კარდაკარის პრინციპით ყველა ოჯახის კარს შეაღებდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა და 200-კომლიან სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ თავის მომხრეებს დაახლოებით 10-მდე ოჯახს შეხვდა.
საპირისპიროს აცხადებენ ადგილობრივები. მათი თქმით მურთაზ ზოდელავა მხოლოდ წინასწარ გაფრთხილებულ ადამიანებს შეხვდა.
რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატის თანმხლებ პირებს, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ტრადიცია კვლავ არ დაარღვიეს და ჟურნალისტებს აგრესიულად დახვდნენ.
საბოლოოდ, მურთაზ ზოდელავამ, რომელიც ყველა ოჯახის პრობლემის გაცნობის პირობას დებდა. სოფელი ეკი რეკორდულად მცირე დროში დატოვა.