ოჭანესა და ჯგალში ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოჭანესა და ჯგალში ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ.
სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, აქ მცხოვრები მოსახლეობისათვის, რამეთუ ჯანსაღი თაობა არის ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
საბავშვო ბაღებში მაქსიმალურადაა დაცული ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში იყვნენ.
უახლოეს დღეებში გაიხსნება ასევე 60 ბავშვზე გათვლილი მიქავას საბავშვო ბაღი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში ინტენსიურად გაგრძელდება.