გოგი მეშველიანი: ჩვენი საზოგადოების მხროდან ვგრძნობთ ძალიან დიდ მხარდაჭერას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი მოსახლწეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს გააცნო მომავალი გეგმები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

როგორც მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სულ მალე დასრულდება.

“ დღეს ჩვენ შევხვდით ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას. ბევრ მათგანში ინფრასტრუქტურული საკითხები კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით თამარისში აქტუალურია შიდა გზების მოწესრიგება, მიმდინარეობს რამდენიმე კორპუსის გამაგრება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში აღნოშნული სამუშაოები დასრულდება. ჩვენი მთავარი გზავნილი ამ ადამიანების მიმართ არის ის რომ, ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანი და ჩვენს საზოგადოებაზე და ამომრჩეველზე ზრუნვას გავაგრძელებთ. ასევე აქტიურად ვიქნებით ჩართული მათი პრობლემების კვლევაში და სწრაფი გადაწყვეტილებების ძიებაში. რაც მთავარია ჩვენი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ ნდობას მხარდაჭერას და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ მათი იმედები გავამართლოთ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები