შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

შალვა კერესელიძე ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – დავათის, ნოკორნას, ლაფანაანთკარის, ქერიაანთკარის და მწითურების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ინფორმაცია გააცნო. კერესელიძის თქმით, აღნიშნული სოფლები უკვე სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, რაც გულისხმობს, გაზრდილ პენსიას, განახევრებულ ტარიფებს კომუნალურ გადასახადებზე.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს დაგეგმილია ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის (ბულაჩაური-დავათი-თიანეთი) სრული რეაბილიტაცია, რაც სამომავლოდ ამ მხარეში განავითარებს ტურიზმს და საშუალებას მისცემს მოსახლეობას შექმნან, მცირე მეურნეობები,საოჯახო საწარმოები.

“აღნიშნული სოფლები უკვე სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, რაც გულისხმობს გაზრდილ პენსიას, განახევრებულ ტარიფებს კომუნალურ გადასახადებზე და სხვა სიკეთეებს. თუმცა გადასაჭრელია სასმელი წყლის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს დაგეგმილია ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის (ბულაჩაური-დავათი-თიანეთი) სრული რეაბილიტაცია, რაც სამომავლოდ ამ მხარეში განავითარებს ტურიზმს და საშუალებას მისცემს მოსახლეობას შექმნან, მცირე მეურნეობები, საოჯახო საწარმოები,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები