ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.
საბავშვო ბაღები სწავლის დაწყებას განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ.
,,ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებისთვის ზრუნვაა, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. გავხსენით ახალი ჯგუფები, გავზარდეთ თანამშრომელთა ხელფასები, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საბავშვო ბაღებს, ავაშენეთ 7 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი. მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები გვაქვს.“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
სააღმზრდელო დაწესებულებებში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.