რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ახალსოფლის, ადლისა და აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. ამის შესახებ  „რეგიონულ  კვირას“ დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მაჟორიტარი კანდიდატების მორიგი შეხვედრა  ახალსოფლის, ადლისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებთან  შედგა.
კანდიდატებმა ახალსოფლის მოსახლეობას აცნობეს, რომ უახლოეს პერიოდში დასასრულს მიუახლოვდება და ექსპლუატაციაში შევა ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რის შემდგომაც, ამ დასახლების დამატებით 1000 აბონენტი  წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
შეხვედრაზე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი  პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები