რუსთავში კორონავირუსი “ვი თი ბი” ბანკის თანამშრომელს დაუდასტურდა

რუსთავში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსორდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.

მათი თქმით, ერთ-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

“ “ვი თი ბი” ბანკის რუსთავის ფილიალის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. 50 წლამდე ქალი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ორ ადამიანს. ერთ-ერთი ინფიცირებული 70 წლამდე ქალია, რომელიც ანსამბლ “თუთარჩელას” კონტაქტს წარმოადგენს”, – ცხელებია ცენტრში.

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები