აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობას 521 პაციენტი გადის, რეანიმაციაშია 52 ინფიცირებული

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
“აჭარაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ძირითადად ინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ახალი კერები არ წარმოქმნილა. ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში, ნაწილი კი კოვიდ სასტუმროებში იმყოფებიან”, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობას 521 პაციენტი გადის, რეანიმაციაშია 52 ინფიცირებული იმყოფება.
დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში 892 ადამიანი იმყოფება, ხოლო ბინაზე 1000-მდე ინფიცირებული მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები