გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის არიან რეგიონის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს სკოლებში.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 1800-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში, ხოლო კოვიდკლინიკებში 450-მდე ადამიანი მკურნალობს.