სოფელ ველისციხეში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა.
” დღეიდან ველისციხის სკოლაში სწავლა დაიწყო დისტანციურად, ვინაიდან რამდენიმე მოსწავლეს აღმოაჩნდა “კოვიდ 19″. ასევე მინდა მოვუწოდო თვითიზოლაციაში მყოფთ, დაიცვან წესები, ვინაიდან დაფიქსირდა მათი მხრიდან ამ წესების დარღვევა”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა
სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში 540 მოსწავლე ირიცხება.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 90- ს გადააჭარბა.