ზუგდიდის საავადმყოფოში ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა – ეპიდვითარება სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 61 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თორიას ინფორმაციით, გმოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

ახალ შემთხვევათა შორის გამოვლენილი ინფიცირებული, ჩხოროწყუში მცხოვრები მედიკოსია, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.

“რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 61 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 14-ზე დადებითია.
აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხევის კონტაქტი არის, ხოლო 1-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას.
6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
2 შემთხევევაა სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, მიმდინარეობს მათი წყაროების მოძიება. ერთე-ერთი მათგანი ექიმია, რომელიც ზუგდიდის კლინკაში მუშაობს. ამ ეტაპზე კლინიკის დახურვის საფრთხე არ არსებობს. ახალ გამოვლენილ შემატხვევათა შორის
1 უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ კონტაქტს.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში, მკურნალობის კურსს 78 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში ბოლო მომაცებით, 28 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთის კლინიკიდან გაეწერა 3 კოვიდ პაციენტი, რომელთაგან 1 ფოთელია, ხოლო 2 კი გურიის რეგიონის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდან გაეწერა 2 პაციენტი, ორივე ზუგდიდის მაცხოვრებელია”, – აღნიშნა თორიამ.

რაც შეეხება, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 131 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები