კორონავირუსი ქვეყანაში 211-მა პაციენტმა დაამარცხა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 211 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 6 538 -მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 12 272-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილების – 91-მდე.