კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში დაფიქსირდა, თბილისში -178

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში დაფიქსირდა. 178-მდე შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი თბილისში.

კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ასეთია:

  • თბილისი – 178;
  • იმერეთი – 65;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13;
  • მცხეთა-მთიანეთი – 4;
  • გურია – 1;
  • ქვემო-ქართლი – 15;
  • შიდა ქართლი – 6.

ცნობისთვის, საქართველოში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა. მძიმე პაციენტებიდან 8 აფხაზეთიდან არის, 1 – ცხინვალიდან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 12 272 პირს დაუდასტურდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები