ცაგერის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებმა 7-თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა რეგულაციების დაცვით განაახლეს. როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, დასაწყისისთვის კარგად მოემზადნენ – შეიძინეს ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც კორონავირუსის საფრთხის მინიმალიზებისთვისაა საჭირო, გადაამზადეს პერსონალი და ინფორმაცია მშობლებსაც მიაწოდეს.

“დღეს ცაგერში, 15 საბავშვო დაწესებულებაში 260 ბავშვი მივიღეთ. ჩვენმა საბავშვო დაწესებულებებმა წარმატებით გაიარეს სურსათის უვნებლობის რეგიონული სამსახურის შემოწმება და მივიღეთ ნებართვა მუშაობის განახლებაზე. ბაღები ყველა საჭირო აქსესუარით აღვჭურვეთ, კადრები გადავამზადეთ, როგორც ხედავთ, ბავშვები , რომლებსაც მშობლები კარის ზღრუბლთან ტოვებენ, გადიან თერმოსკრინინგს და შენობაში შესულებს ყველა პორობა აქვთ შექმნილი ნორმალური სააღმზრდელო პროცესისთვის. ძალიან უხაიათ, რომ 7 თვის შემდეგ პროცესი განახლდა”, – განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები