სამტრედიის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, ისევე როგორც მთელს საქართველოში, დღეს განახლდა.

სამტრედიის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების დაცვით დაიწყო.

ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას ადგილზე აკვირდებიან მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა.

მუნიციპალიტრტის მერმა, ბაგა-ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს ახალის სასწავლო წელის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები