ირაკლი ქადაგიშვილი: ჯანდაცვის სფეროს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა
ფრაქცია ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი
ქალთა ორგანიზაციებს, სამედიცინო ქსელის და სპორტულ ა.ა.ი.პების წარმომადგენლებს შეხვდა.
თელავი – ახმეტა – ყვარელი – ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების თქმით, მოქმედი მთავრობა აქტიურად ზრუნავს იმისათვის, რომ მათთვის განსაკუთრებულად კომფორტული სამუშაო გარემო შექმნას.
,,უნდა ითქვას, რომ დიდი ყურადღება ექცევა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჯანდაცვის სფეროს.
წელს ავაშენეთ სოფლებში ძალიან ბევრი ახალი ამბულატორია, სასწრაფო დახმარების პუნქტები.
COVID 19- ის პერიოდში სწორედ პირველადი ჯანდაცვის ორგანოზაციებს ენიჭებათ ძალიან დიდი მნიშვნელობა და ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას.
ასევე სპორტი, რომელიც განათლებას და კულტურასთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სოფლებში სპორტული მოედნების მშენებლობას და საბოლოო ჯამში იგეგმება, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი.
ამავდროულად, თელავში მომავალი წლიდან დაიწყება ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
სპორტული მიმართულებითა რეგიონის მასშტაბით ბევრი ღონისძიებებია განხორციელებული”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა