ირაკლი ქადაგიშვილი თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

“წლის ბოლოს აქ იქნება მოასფალტებული გზა, რომელიც პირველ რიგში აქ მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება- ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოხუმის ქუჩის მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება გზის მოასფალტება, რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო შემდეგ წელს მოხდება სპორტული მოედნების მოწყობა და საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია.
ადგილობრივებმა “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღნიშნულ ქუჩაზე იმ პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთაში და მოგვარებაში რა ყოფითი გამოწვევების წინაშეც მოსახლეობა დგას.
,,ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამავდროულად ბუნებრივია, გავამახვილეთ ყურადღება იმ საყოფაცხოვრებო საკითხებზე და პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს აქ, ადგილზე.
ამ წლის ბოლოს აქ იქნება მოასფალტებული გზა, რომელიც პირველ რიგში ამ მოსახლეობას მოემსახურება, მოეწყობა მომავალი წლის ბიუჯეტით კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი და სკვერი და მოხდება შენობის რეაბილიტაცია, კერძოდ, სახურავის ახლიდან გადახურვა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები