წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 5-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.

“სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამაშველო-საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ასევე, ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები