ახალციხის საავადმყოფოში ჩვილი გარდაიცვალა
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის დაბადებული ჩვილი დღეს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჩვილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაც.
საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ბავშვი ჯანმრთელი იყო და მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.