გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიას უშგულის თემის მოსახლეობასთან მართავს
,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიას უშგულის თემის მოსახლეობასთან მართავს.
“უშგული სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კვლევათა სიაშია და აღიარებულია, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
აღნიშნულ თემში: აშენდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი, დაიგო ბეტონის საფარი და გრძელდება აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი; მიმდინარეობს უშგულის თემის სოფლების, ჟიბიანისა და ჩვიბიანის სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ ჩაჟაშის ნაგებობების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს” დაფინანსებით; მიმდინარეობს მუშაობა უშგულის განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმაზე; მუშავდება უშგულის თემის სოფლების ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის განაშენიანების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და ტექნიკური რეგლამენტი; განხორციელდა უშგულის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში 10 პროექტი, სოფლების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში; მოეწყო წყლის სისტემა სოფელ მურყმელში; მაღალმთიანი სტატუსის მოსახლეობა სარგებლობს სოციალური და საგადასახადო შეღავათებით; მაღალმთიან დასახლებებში ყოველ დაბადებულ ბავშვზე დაწესებულია ფულადი დახმარება; ამასთან, სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით და სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ პირველკურსელი სტუდენტები.
ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით და გაძლევთ გარანტიას, ვიქნები თქვენი ინტერესების ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში”, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.