კახეთში კორონავირუსის 88-ე შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კოვიდ 19- ის 88 შემთხვევა გამოვლინდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაინფიცირებული თელავში მდებარე “თი-ბი- სი” ბანკის ერთ- ერთი თანამშრომელია.
ეპიდემიოლოგები ახალგაზრდა მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, წინასწარი ინფორმაციით, მასთან მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში იმყოფება.