“არ ვიცი” – მალხაზ ჯალაღონიას ტრადიციული პასუხი “ნაცმოძრაობის” მმართველობის შესახებ კითხვებზე
,,არ ვიცი“-ეს ორ სიტყვიანი წინადადება “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას ერთგვარ სლოგანად იქცა. ჯალაღონიამ არ იცოდა თუ რა ხდებოდა სოფელ ინგირში, კახათში, ორულუში, შამგონაში, ცაიშში და ზოგადად მთელს ქვეყანაში 2012 წლამდე, ან მის შემდეგ. ტრადიცია არც რუხში დაირღვა და “რეგიონული კვირის” მიერ დასმულ კითხვაზე თუ რა შეიცვალა რუხში ბოლო 17 წლის განმავლობაში, კვლავ უცვლელი პასუხი მივიღეთ : ,,არ ვიცი“.
თუმცა ის, რაც არ იცის მალხაზ ჯალაღონიამ, კარგად იციან ადგილობრივებმა.”რეგიონული კვირის” რუხელმა რესპოდენტმა ვერ გაიხსენა საზღვრისპირა სოფელში 2012 წლამდე განხორციელებული თუნდაც ერთი პროექტი.