მეუფე გერასიმე: დავით-გარეჯი არის საქართველო, ამაში ერი და ბერი ვთანხმდებით

დავით-გარეჯი არის საქართველო, ჩვენთვისაც და თქვენთვისაც. არ არის განსხვავება ერი და ბერი, რომ დავით-გარეჯი საქართველოა, მემგონი ამაში ყველა ვთანხმდებით და აღარ არსებობს სხვა აზრი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ დავით-გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
მეუფე გერასიმეს განცხადებით, იგი გამოძიების შედეგებს ელოდება.
„დავაცადოთ გამოძიებას და გამოძიება დადებს თავისი გამოძიების მასალებს და მერე ვიმსჯელებთ, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა მეუფემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის შედგება სინოდის სხდომა და იქნება თუ არა აღნიშნული საკითხი სინოდზე განსახილველ საკითხთა შორის, მეუფე გერასიმემ ასე უპასუხა:
„როდესაც პატრიარქი მოიწვევს, არ ვიცი, წინასწარ არავინ არ იცის რა საკითხები იქნება დასმული, მაგრამ ყოველთვის ის საკითხები, რომელიც მწვავე არის ქვეყანაში, ეკლესიაში ამ საკითხებს ეკლესიის სინოდი განიხილავს“,- განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები