მეუფე გრიგოლი: ეკლესიის პოზიცია დავით-გარეჯზე, სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, -ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით-გარეჯის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
მეუფე გრიგოლის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.
,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ასე, რომ ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. მაგრამ დღეს , ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სასულიერო პირების ნაწილი რუსულ ინტერესებს ატარებენ, მეუფე გრიგოლი მიაჩნევს, რომ ასეთ საკითხებზე ადამიანებმა მყარი არგუმენტებით უნდა ისაუბრონ.
,,ჯობია საერთოდ ყველამ მყარი არგუმენტებით ისაუბროს და არა მხოლოდ ვარაუდებით, იმიტომ, რომ ვარაუდით შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფაც მიაყენო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენო. საჭიროა ყოველთვის მტკიცებულება. ვარაუდს ბრალად ვერ წაუყენებ. ჯობია, რომ უფრო სერიოზულად და უფრო პასუხისმგებლბით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს. ეს ერთი რამე, რაც მეც მაკვირვებს და თქვენც, ამდენი ხანი თუ ცნობილი იყო, დღეს უკვე კითხვებს აჩენს და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.