ზუგდიდში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება თანამშრომლის ინფიცირების გამო გადაიდო
ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყება გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ამავე ბაღის ძიძის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, კონტაქტების მოსაძიებლად მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, ბაღის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საბავშვო ბაღს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.
საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.