სამეგრელოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან ერთი ზუგდიდში, კერძო კლინიკაში მომუშავე ექიმის კონტაქტია, ხოლო ერთი ბანკის თანამშრომელი.
თორიას განცხადებით, მათი ინფიცირების წყარო უცნობია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 283 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 14-ზე პასუხი დადებითია. მათი კონტაქტები მოძიებულია და ყველა გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისიწინებით აგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ზუგდიდში 5 შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს დაინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 3 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ შემთხევევბს, მათგან 1 ცხელებით რუხის კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო 2 კი საკარანტინე სივრცეში. 1 შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში, პაციენტი ცხელებით იმყოფებოდა არქიმედეს კლინიკაში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
თორიას ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 221 მოქალაქეს.
„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 72 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 29 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი, მათგან 2 ზუგდიდის, 2 კი ოჩამჩირეს მაცხოვრებელია“, – განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში 105 ადამიანი იმყოფება.
დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.