ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოზურგეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამი საკარანტინე სივრციდანაა, ოთხი მათგანი კი ახალ შემთხვევაა.
დაინფიცირებულია პოლიციელის მეუღლე, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა და გადაყვანილია, ორივე მათგანი ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ ,,მედალფაში,, იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.
ამჟამად, დაინფიცირებულების კონტაქტების ეპიდკვლევა მიმდინარეობს.