აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 181 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
,, დღეის მონაცემებით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 181 პაციენტი. ყველა ახალი შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. არ გვაქვს ახალი კოვიდ კერები“,-განაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარში კორონავირუსზე მკურნალობას Covid კლინიკებში 533 პაციენტი გადის. მათ შორისაა 13 არასრულწლივანი და 24 ოსრული. რეანიმაციაში 48 პაციენტია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები