გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სამომავლო პროექტებზე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალტეტის ოთხი სოფლის – ახალციხის, ნოსტეს, ერთაწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა. ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვედრებს კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ,,ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრი, რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და პროპორციული სიის მე-16 ნომერი დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს იმ გეგმებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც კასპისა მუნიციპალტეტში უნდა განხორციელდეს. ასევე, ის გააცნო გეგმები და ინიციატივები, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქვს. მოსახლეობამ, თავის მხრივ, იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრა, რაც მათ სოფლებში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სოფლების მთავარ საკითხად რჩება გაზიფიცირება. ,,მომდევნო წლებში ამ საკითხს გადავჭრით და მოსახლეობა ამ მხრივ გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებით ისარგებლებს.

მოსახლეობისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სამომავლო პროექტებზე. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა ჩემთვის მოტივაცია და დიდი პასუხსიმგებლობაა. ურთიერთთანამშრომლობა კი ბევრად უფრო სწრაფად მიგვიყვანს დასახულ მიზანთან“ – აღნიშნა მაჟრიტარობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები