ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო, ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში” გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის „ ეფრო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია და ნაჩვენები იქნა ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან – „თქვენო უდიდესებულებავ”.
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „წლის საუკეთესო ნამუშევარი“, შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაესწრნენ. ასევე მოწვეულნი იყვნენ დელეგაცია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტორდან, საქართველოს თეატრალური კავშირი, ევროპული თეატრების კონვენციის ოფიციალური დელეგაცია, შემოქმედებითი ჯგუფები საქართველოს ყველა თეატრიდან და საქართველოს თეატრალური საზოგადოების კონკურსში გამარჯვებულები.