თალაკვაძე: ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დემოკრატიული პროგრესი იქნება ასახული

ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს. სწორედ, ამიტომ ჩვენ მივწერეთ ოფიციალური მოწვევები და წერილები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის მე დავუკავშირდი ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მესტიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა სადამკვირვებლო მისიების ტრანსპორტირებისთვის და უსაფრთხოების ყველა პირობის შესაქმნელად, რომ დამკვირვებლებმა მუშაობა შეძლონ.
“ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო, შეგვექმნა ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისია ჩართულიყო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს. სწორედ, ამიტომ ჩვენ მივწერეთ ოფიციალური მოწვევები და წერილები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის მე დავუკავშირდი ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია და კორონაპანდემიის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეს მთელ მსოფლიოში დღეს ზღუდავს აქტივობას. ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დემოკრატიული პროგრესი იქნება ასახული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები