არჩილ თალაკვაძე: ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იყოს დაცული თავის სამართლიან საზღვრებში

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ახლად აღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს უკეთეს და სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომო მოლაპარაკების პროცესში აზრებაიჯანთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დავით-გარეჯთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო და მმართველი გუნდისთვის ეს არის ზეპარტიული საკითხი.
„ჩვენი დამოკიდებულება დავით-გარეჯთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო, ეს არის ზეპარტიული საკითხი, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ახლად აღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს უკეთეს და სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომო მოლაპარაკების პროცესში აზრებაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების, კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტურად დაცვა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წარდგენასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით ეს არის სამართლებრივი პროცესი და პოლიტიკასთან არანაირ კავშირშია.
„რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ეს არის სამართლებრივი პროცესი და ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა, ეს აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალქეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ შესაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტირებული რეაქციები, რატომ იმართლებენ ისინი თავს იმ საკითხზე, რაც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე. ჩვენი თითოეული მოქალაქის ინეტერესშია, რომ დავით-გარეჯი თავისი სამონასტრო მთლიანი კომპლექსით იყოს დაცული თავის სამართლიან საზღვრებში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები