ხმაური ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან – პაციენტის ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს

ქუთაისში ინტერვერციული მედიცინის ცენტრის ექიმს პაციენტის ოჯახის წევრები უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მის დასჯას მოითხოვენ.

გვასალიების თქმის, 23 წლის სალომე გვასალია 4 ოქტომბერს ხიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც აღენიშნებოდა მოტეხილობა. ის ქუთაისის ინტერვერციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გოგო კონტაქტური იყო. მათივე ინფორმაციით, ექიმები ოპერაციას არ ჩქარობდნენ და ოჯახის წევრებს უთხრეს რომ მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ.

სალომე გვასალიას ხერხემლის ოპერაცია 6 ოქტომბერს ჩაუტარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ექიმების თქმით მას გული გაუჩერდა. ამ დრომდე პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, ტვინზე აქვს შეშუპება და მეორე ოპერაცია ესაჭიროება.

გვასალიების ოჯახი შიშობს, რომ პაციენტი მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანს, რის გამოც მომხდარზე გამოძიებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები