ხელვაჩაურიში მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს.
მახოს ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განსახორციელებლად აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახოს ხიდიდან სოფელ თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთს.
ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.