ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აფენის თემში 7 200 000 ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება

,,აფენში 13 კმ გზები მოასფალტდება და დაახლოებით 25 კმ სანიაღვრე არხები მოეწყობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში განაცხადა.

კანდიდატი შეხვედრებს კარდაკარის პრინციპითს აგრძელებს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის მოსახლეობას შეხვდა.
ქადაგიშვილი ამომრჩეველს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, საარჩევნო ბუკლეტები გადასცა და მათი პრობლემების შესახებ ინფომაცია ინდივიდუალურად მოისმინა.
ადგილობრივები თქმით, მოქმედი მთავრობის მმართველობის პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემური საკითხი მოგვარდა.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში 7 200 000 ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ 13 კმ გზები მოასფალტდება და დაახლოებით 25 კმ სანიაღვრე არხები მოეწყობა.
40 წელია ამ სოფელში მსგავსი პროგრამა არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამ სოფლის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მოსახლეობა ამას შესაბამისად ხვდება, ძალიან დიდი ოპტიმიზმით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები