რუსთავში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავის “ცხელების ცენტრის” სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის კონტაქტი მოკვლეულია.
“დღეისთვის დადასტურებული გვაქვს 3 ახალი შემთხვევა. ერთ-ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 45 წლამდე მამაკაცია. ხოლო დანარჩენი ორი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს წარმოადგენს. ინფიცირებულია “თუთარჩელას” წევრის კონტაქტი, ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა გოგონა, რომელიც “თუთარჩელას” არ უკავშირდება”, – განაცხადეს ცხელების ცენტრში.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 80 შემთხვევა გამოვლინდა.