13 ახალი შემთხვევა და 7 გამოჯანმრთელებულია -კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 504 ნიმუშიდან კორონავირუსი 13-ს დაუდასტურდა. მათგან 8 ზუგდიდს უკავშირდება, საიდანაც 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარჩენი ექვსის ინფიცირების წყარო კი ამ დროისთვის უცნობია.
ასევე უცნობია ფოთში დადასტურებული 2 ახალი შემთხვევის წყაროც და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, აქ კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული რუხის კლინიკაში ცხელების სიმპტომებით მოათავსეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილი 13 შემთხვევიდან 2 ტრაილერის მძღოლია, რომელთაგან ერთი ქვემო წალკის მკვიდრია, ხოლო მეორე იმპორტირებული შემთხვევაა.

რეგიონში ჯამში 202 შემთხვევაა გამოვლენილი. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 64 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 31 ინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა მათგანი ზუგდიდელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 110 ადამიანი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები