კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 85 იმერეთში დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის 85 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები იმერეთის, სხვადასხვა, კოვიდ ცენტრში გადანაწილდა. მათგან სამი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ჯამში
65 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კორონავირისზე საეჭვო სიმპტომებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან.
“24 საათის განმავლობაში მივიღეთ სამი და გავწერეთ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კლინიკაში გვყავს 65 პაციენტი, ორი კრიტიკული და 7 სტაბილურად მძიმე.
ამ დროისთვის, თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. ველოდებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
იმერეთის კოვიდცენტრებში, ამ დროისთვის 500-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები