“ჩემი პირადია და არ გეტყვით“ – რატომ მალავს როლანდ ფიფია რუსეთის მოქალაქეობას

,,ეს ჩემი პირადია და არ გეტყვით“- ასე უპასუხა მარტვილი-ჩხოროწყუ-აბაშისა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” როლანდ ფიფიამ “რეგიონული კვირის” კითხვას, ფლობს თუ არა ბიზნესს რუსეთში და რჩება თუ არა რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ.
მოგვიანებით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა აღიარა, რომ მან რუსული პასპორტი ჯერ კიდევ 1990 წელს რუსეთის ფედერაციის კანონის დაცვით მიიღო და მას დღემდე არ თმობს.

როლანდ ფიფია და მისი გარემოცვა განსაკუთრებით გააღიზიანა ჟურნალისტების კითხვამ რატომ არ დათმო მან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა სხვა აქტივისტებთან ერთად ყველანაირი ხერხებით ცდილობდა რუსეთის მოქალაქის, როლანდ ფიფიას დაცვას და ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა.

საბოლოოდ, როლანდ ფიფიას დაცვამ კარგად იმუშავა და ჟურნალისტებს მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ყველა კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები