“საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა არც ერთის მხარეს, რომ არ იჭერს” – როგორ აფასებენ ყარაბაღის კონფლიქტს სამცხე-ჯავახეთში
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა არეალში დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ საერთაშორისო საზოგადოების განგაში და ორივე ქვეყნის ღრმა ეროვნული მღელვარება გამოიწვია. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო, ამის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ საუბარი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე აქტიურად დაიწყო. სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას უარყოფითად აფასებენ სამცხე-ჯავახეთში, სადაც- 50,52 % ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ.
„ჩვენ ოდითგანვე ერთად ვცხოვრობდით. სამცხე-ჯავახეთში ნახევარზე მეტი სომეხია და აზერებიც ბლომად არიან. საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა არც ერთის მხარეს რომ არ იჭერს. ერთს რომ მიემხრო მეორეს ეწყინება და ასე“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ გიორგიწმინდაში მცხოვრებმა, ამირან გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას შეეწირა 5 ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც წარმოშობით ახალქალაქიდან იყვნენ.