“თელავში წყალმომარაგების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმდინარეობს” – ირაკლი ქადაგიშვილი
თელავში წყალმომარაგების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმდინარეობს – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ირაკლი ქადაგიშვილი ქალაქ თელავის და აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შემავალ, სოფელ ართანის მაცხოვრებლებს შეხვდა.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ვპროექტების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ქადაგიშვილის განცხადებით, თელავში დაწყებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც
გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ თუ საყოფაცხოვრებო პირობებს.
,,აქ წლების განმავლობაში მოსახლეობას აწუხებდა წყალმომარაგების საკითხი. ეს საკითხი ეხლა გადაწყვეტისკენ მიდის იმიტომ, რომ კომპანია უკვე შემოსულია, რომელიც გამრიცხველიანების პროცესს აწარმოებს. ამას თან მოყვა უკვე მეორე ტენდერი.
ამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო უკვე არსებული შიდა გზების, ტროტუარების და ეზოების მოწესრიგება, მოასფალტება და მოპირკეთება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეთა სოციალურ თუ საყოფაცხოვრებო პირობებს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.