ზურაბ ნასარაია ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესში მონაწილეობდა

ზურაბ ნასარაია ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესში მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, კონგრესის წამყვანი თემის “ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტები ახალ რეალობაში” – ფარგლებში, პანდემიურ ვითარებაში საჯარო მმართველობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა კრიზისის დაძლევის გრძელვადიან ხედვაზე, ასევე, ევროპელ კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გურიის რეგიონის მაგალითზე.

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესი ოთხი დღეა მიმდინარეობს. კონგრესში 9 ქვეყნის 900 წარმომადგენელი მონაწილეობს. თემატური პანელური დისკუსიები და სემინარები ვირტუალურ სივრცეში, თანამედროვე პლატფორმის გამოყენებით იმართება. პრაქტიკოსები და ექსპერტები კოვიდ19-ის პანდემით შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის სხვადასხვა გზებზე მსჯელობენ. ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის კონგრესი დღეს ოფიციალურად დაიხურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები