ქობულეთში კომერციული ბანკების პროცენტებით დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა. შეკრებილები ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ბანკებმა სესხები არ გადაუვადეს, რის გამოც, მათი უმეტესი ნაწილი შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს. აქციაზე პოლიტიკური პარტიის ,,ლელო საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გოლიაძეც იმყოფებოდა. რომელიც აქციის მონაწილეებს, პროტესტის ბანკების ნაცვლად ხელისუფლებისკენ მიმართვაზე მოუწოდებდა. მისი თქმით, მსგავსი კრიზისული სიტუაციებიდან გამოსავალი ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ იცის თუმცა, საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი თიბისი ბანკის მაღალ პროცენტებს და შეღავათების არ არსებობას აპროტესტებდა.