ოზურგეთში ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება 19 ოქტომბრამდე გადაიდო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 19 ოქტომბრამდე აღარ დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო.
სწავლის განახლება გაზის კომპანია “სოკარის” რეგულაციების გამო გადაიდო.
“სწავლა კომპანია “სოკართან” დაკავშირებული რეგულაციების გამო არ მოხერხდა, როგორც ცნობილია, სამზარეულოები გარეთ გამოდის. ეს პროცესი დროში გაიწელა, ვეღარ მოესწრო მოკლე დროში ყველაფრით უზრუნველყოფა. ამჟამად, უნდა მოვამარაგოთ ბაღების სამზარეულოები თხევადი გაზით. ბაღებში სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება. ცენტრალური გათბობა ჩვეულებრივ იმუშავებს, ხელი არ შეეშლება გათბობის ჩართვას”, – განაცხადა”რეგიონულ კვირასთან” საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ.
საგანმანათლებლო პროცესი, ოზურგეთისგან განსხვავებით, ჩოხატაურის და ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში 12 ოქტომბერს განახლდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები