რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა
რუსთავში კორინავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, 2 ინფიცირებული ანსამბლ “თუთარჩელას” წევრია.
“ბოლო 24 საათში ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 მათგანი “თუთარჩელას” წევრია და ინფიცირებულის კონტაქტები არიან. დანარჩენი 3 ინფიცირების წყაროს დასადგენად, ეპიდკვლევები მიმდინარეობს”, – განაცხადეს რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 76 შემთხვევა გამოვლინდა.