ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის არიან როგორც ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩადიან, ასევე, მათთან კონტაქტში მყოფი პირები.ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ე.წ.საზღვარი 15 სექტემბერს გაიხსნა. ამ ხნიდან დღემდე 41 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში დე ფაქტო მთავრობაში აცხადებდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე კოვიდ 19 აღარ არსებობდა. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ჯამურ სტატისტიკას, ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე 123 დადასტურებული შემთხვევაა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ე.წ. მთავარმა ექიმმა – ინდირა ბიჩენოვამ განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ნიღბის ტარების რეჟიმი მოქმედებს.

გარდა ამისა, მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის შესაძლო აფეთქებისთვის ბავშვთა საავადმყოფოს ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები