ტყიბულში წყლის ახალი გამწმენდი ნაგებობა 10 ათასამდე მცხოვრებს წლის ბოლოდან მოემსახურება

წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს.
სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხს კომპანიის დირექტორი – გიგა მანდარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“აღნიშნული პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ობიექტი ექსპულატაციაში შევა, რის შემდეგაც, დაახლოებით, 10 ათასამდე ადამიანს ხარისხიან წყალმომარაგებას მივაწვდით. წლის ბოლომდე, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას, რომელიც ტყიბულში არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენ მომდევნო წლის ბოლომდე უკვე გვექნება შესაძლებლობა, მოსახლეობას ახალი ქსელებით, ახალი გამწმენდი ნაგებობითა და სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემებით მოვემსახუროთ”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ.

ქალაქ ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწყიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.

პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდებათ და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები