სამეგრელოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 333 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, საიდანაც 14 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
“რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 333 ნიმუშის გამოიკვლიეს, მათგან 14-ზე დადებითი პასუხია. აქედან 6 შემთხვევა დაქიქსირდა ზუგდიდში, მათგან 4 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 2-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 შემთხვევა დაფიქსირდა რუხის კლინიკაში, აფხაზეთიდან ცხელებით გადმოყვანილ ქალბატონს დაუდასტურდა, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთის კლინიკაშიც, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია და არის ლანჩხუთის მცხოვრები”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან გამომდინარე კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
რაც შეეხება რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯამში კორონავირუსით დაავადებულია 208 მოქალაქე.
“რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდ პაციენტი, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის 2 კი სენაკის მკვიდრია, 1 აჭარის რეგიონიდან, 2 ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებია”,- აღნიშნა თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცში 109 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები